ტრამპი ჩვენი (საქართველო-უკრაინის) კატასტროფა აღმოჩნდა. ტრამპის ხელისუფლების პირობებში საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ამერიკისგან განწირულია რუსეთის სფეროდ. ესე იგი ტყუილად არ უხაროდათ ქოცებს ტრამპის გამარჯვება. ეს უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფაა და ივანიშვილი და პუტინი მოგებული სჩანს ამ ეტაპზე. გამოსავალს ვერ ვხედავ. ევროპა სუსტია და მყიფე. უნდა ვაღიაროთ რომ მირაჟული, მიუღწეველი ნატოსკენ გეზი იყო სასურველი, მაგრამ ცრუ სატყუარა და მირაჟი! რომელმაც ომები გამოიწვია. არა იმიტომ რომ რამე დავაშავეთ, არამედ იმიტომ რომ არ გავითვალისწინეთ აგრესიული მეზობლის კატეგორიული სურვილი (უარი ნატოზე) სუსტებმა და დაუცველებმა, თან იმ დროს როცა რეალურად ნატოს კარი დახურულია და მხოლოდ ცარიელი დაპირებები ისმის. შედარებით რეალისტური და უსაფრთხო იყო ევროკავშირის გზა (რადგან ის ეკონომიკური კავშირია და არა სამხედრო). მაგრამ სჩანს, რომ
ამ ეტაპზე პუტინის ინსტრუქციით მოქმედმა ივანიშვილმა ეს გზაც გადაჭრა: საქართველო ისჯება ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო ევროკავშირში არ შესვლით. საქართველო გახდა და რჩება რუსეთ-ირან-ჩინეთ-არაბეთის გავლენის სფეროდ და მარიონეტულ ქვეყანად ამ ეტაპზე. ნატოზე ფიქრი უნდა მოვხსნათ დღის წესრიგიდან ქართველებმა, არა იმიტომ რომ ნატოში ყოფნა ცუდია, ძალიან კარგია, არამედ იმიტომ რომ უტოპიაა, ესე იგი მიუღწეველი ილუზიაა. ჩვენ არ გაგვიმართლა ისე, როგორც გაუმართლა ბალტიისპირეთს და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებს. ევროკავშირის წევრობა რჩება სასურველ და შესაძლებელ უსაფრთხო ალბათობად. მაგრამ ივანიშვილის ხელში ეს არ მოხდება ისევ და ისევ პუტინის მითითებით. ქართველი ერი შევიდა სიძულვილის და დაპირისპირების დიდ ჩიხში. გამოსავალი რთულია. საჭიროების შემთხვევაში პუტინის მიერ საქართველოს ოკუპაცია სრულიად რეალისტური სჩანს. ტრამპის ამერიკის იმედი არ უნდა გვქონდეს, ევროპა კი დასუსტებულია. ამიტომ მე ვერ ვხედავ უკეთეს გამოსავალს, გარდა იმისა, რომ შევეგუოთ ივანიშვილის რეჟიმს და საქმიან და კორექტულ დიალოგში შევიდეთ საქართველოს უკეთესო აწმყოსა და მომავლისათვის არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით. მეზიზღება ივანიშვილიც, კალაძეც, პაპუაშვილიც, მდინარაძეც, წულუკიანიც და ყველა ქოცი, მაგრამ განწყობებზე და გრძნობებზე წინ უნდა დავაყენოთ სამშობლო საქართველო და ქართველი ერის უსაფრთხოება. ძალიან ბევრს არ მოგეწონებათ, რაც დავწერე, ალბათ პესიმიზმს და ფრუსტრაციას დაინახავთ. მაგრამ ფაქტია, ამ მოჯადოებული გაუსაძლისი წრიდან და ჩიხიდან უნდა გამოვიდეს ქართველი ერი, ხოლო პოლიტიკური რეალობა ძალიან მწარეა და დასანახია მთელი სრულყოფილებით და პასუხისმგებლობით.
