ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით… – მცხეთაში სოსო პავლიაშვილის დაფინანსებით აგებული ტაძარი აკურთხეს

წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ 28 სექტემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ლისთან, ღვთისმშობლის შობის ახალი ტაძარი აკურთხა, ამის შესახებ „პატრიარქის უწყებანი“ წერს.
საქართველოში ს დიასპორის ინფორმაციით, ტაძარი რუსეთში მოღვაწე მომღერლისა და კომპოზიტორის, სოსო პავლიაშვილის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.
დიასპორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულია პავლიაშვილის კომენტარი:
„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.
ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, ეს ვიცი!“