“ვერ ვიტყვი, რომ ამას არ ვნანობ” – რატომ თქვა შვილების ყოლაზე უარი ცნობილმა მომღერალმა – Marao
კაილი მინოუგმა გულწრფელად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ ჰყავს შვილები – 52 წლის მომღერალმა გაამხილა, რომ მკერდის კიბოს დიაგნოზმა შვილის გაჩენაში ხელი შეუშალა.
“36 წლის ვიყავი, როცა დიაგნოზი დამისვეს. სიმართლე გითხრა, შვილების გაჩენაზე მაშინ არ ვფიქრობდი, მაგრამ დიაგნოზმა ყველაფერი შეცვალა. ცხადია, არ მინდა ამაზე შეჩერება, მაგრამ მაინტერესებს როგორი იქნებოდა ეს გრძნობა. ვერ ვიტყვი, რომ ამას არ ვნანობ”, – აღიარა მომღერალმა.
კაილი ენ მინოუგი გრემის ჯილდოს მფლობელი ავსტრალიელი პოპ მომღერალია. წარმატებას გვიან 1980-იან წლებში მიაღწია, როდესაც ითამაშა ავსტრალიურ ტელესერიალში „მეზობლები“ და პარალელურად, პოპ შემსრულებლადაც ჩამოყალიბდა. ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციაზე დაყრდნობით, მონოუგი ყველაზე გაყიდვადი ავსტრალიელი შემსრულებელია.
მსოფლიოს მასშტაბით, კაილი მინოუგს გაყიდული აქვს 80 მილიონ ასლზე მეტი ჩანაწერი. ასევე გამართული აქვს რამდენიმე წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ტურნეები მსოფლიოს გარშემო, რისთვისაც გადაეცა ავსტრალიური ჯილდო Mo Awards. 2008 წელს დაჯილდოვდა საფრანგეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენით,იმავე წელს მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერის წოდება მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის.