“ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს” – არასრულწლოვანის ოჯახის განცხადება ხატია ვიბლიანზე

14 წლის არასრულწლოვანის ოჯახი ითხოვს პატიმრობა შეეფარდოს ხატია ვიბლიანს – მკლავჭიდელს, რომელსაც ბავშვზე ძალადობისთვის ბრალი წარედგინა. ისინი აცხადებენ, რომ ბრალდებული სპორტსმენი მათ მეზობლად ცხოვრობს, “ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ყა­როს ბავ­შვს”, რის გამოც თავს დაცულად ვერ გრძნობენ.
განცხადება “ნეტგაზეთს” ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.
“რო­გორც იცით, ქ. ხა­ტია ვიბ­ლი­ანს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა, ოჯა­ხი ითხოვს ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნის აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს პა­ტიმ­რო­ბა და არა გი­რაო, რად­გან, ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ყა­როს ბავ­შვს. ასე­ვე საფრ­თხე­შია მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­ვინ იცის, კი­დევ ვის გა­ი­მე­ტებს და უმო­წყა­ლოდ სცემს ეს ქალ­ბა­ტო­ნი. გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტიც რომ, მისი არ და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მე­ურ­ვე­ო­ბა, რო­მელ­ზეც მან ისე­ვე, რო­გორც მო­ზარ­დზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­და იმ სა­ღა­მოს და ატი­რე­ბულ ბავ­შვს ეს ყვე­ლა­ფე­რი აყუ­რე­ბი­ნა. ქალს რო­მელ­საც პირ­ველ ბავ­შვზე დე­დო­ბა აქვს ჩა­მორ­თმე­უ­ლი, თქვე­ნი აზ­რით მე­ო­რეს ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ზრდის? ახლა აცხა­დებს, არ ვი­ცო­დი არას­რულ­წლო­ვა­ნი რომ იყოო. არა­და, მა­შინ ხომ ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი,მო­ზარ­დთან რომ ჰქონ­და საქ­მე, როცა მი­მარ­თავ­და: “შე, წვინ­ტლი­ა­ნო, ნა­ბიჭ­ვა­რო, მე შენ გას­წავ­ლი ჭკუ­ა­ს” და თავს ვინ ვის და­ეს­ხა ესეც მშვე­ნივ­რად ჩანს კად­რებ­ში, მოწ­მე­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ მა­ღა­ზი­ა­ში”, – წერია განცხადებაში.
ოჯახმა ეს განცხადება ვიბლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომამდე გაავრცელა. სხდომაზე პროკურორმა ნათია ნოზაძემ ვიბლიანისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა. პროკურორმა განმატა, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას რამდენიმე მიზეზით არ ითხოვს – ის არის მარტოხელა დედა, აღიარებს დანაშაულს, ასევე, არ არის წარსულში ნასამართლევი. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ხატია ვიბლიანს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას თანხის გადახდისთვის 30 დღე აქვს.
ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობს ხატია ვიბლიანი არასრულწლოვანზე, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრების მიხედვით, ინციდენტის შემსწრე არიან მცირეწლოვანი ბავშვი – სავარაუდოდ, ვიბლიანის შვილი და კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით დაიწყო. ეს გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 180-იდან 240 საათამდე, ანდა ორ წლამდე პატიმრობით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს