ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის, ვერ შემოდიან საერთოდ დისკუსიაში, რომ შემოვიდნენ, ნახავენ, რომ საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს მათი პოზიცია

ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის, ვერ შემოდიან საერთოდ დისკუსიაში, რომ შემოვიდნენ, ნახავენ, რომ საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს მათი პოზიცია
ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის, მოვიდნენ, არგუმენტები დაგვიდონ და ვნახოთ, იქნებ რაღაცაზე შევჯერდეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან ვერც ერთ არგუმენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ვერ ამბობენ, რატომ არის ეს კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ამის თქმის ეშინიათ.
„არის ორი საკვანძო საკითხი, რაზეც ვერ ხერხდება პოზიციების შეჯერება. ერთი უკავშირდება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს. ჩვენ ვკითხულობთ, რა არ მოსწონთ ამ კანონში? ვერ შემოდიან საერთოდ დისკუსიაში. რომ შემოვიდნენ, ნახავენ, რომ საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს მათი პოზიცია. მარტივად წერია ასეთი რამ, რომ ერთნაირ სქესიანმა წყვილმა არ უნდა აიყვანოს არასრულწლოვანი შვილად. ვერც ეუბნებიან საზოგადოებას, რომ გინდათ თუ არა, ეს უნდ დაუშვან, მაგრამ თან, არ უნდა მიიღო ეს კანონი. წერია ამ კანონში, რომ არ უნდა მიხვიდე სამოქალაქო რეესტრში და თუ ხარ კაცი არ უნდა გქონდეს ქალად ჩაწერის უფლება. მარტივი რაღაცეები წერია ამ კანონში. ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ეს კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის. არ მოსწონთ, იმიტომ, რომ უნდა გავრცელდეს მახინჯი პროპაგანდა. ეშინიათ ამაზე საჯაროდ საუბრის და შესაბამისად, ვერ ამბობენ. მოვიდნენ, არგუმენტები დაგვიდონ და ვნახოთ, იქნებ რაღაცაზე შევჯერდეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან ვერც ერთ არგუმენტს, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: ჩვენ ვუპირისპირდებით რევოლუციის გამუდმებულ მცდელობებს და ამის გამო იქნა მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ვერ შემოდიან აქაც დისკუსიაში, ხომ ვერ გვეტყვიან ღიად, რომ შენ უნდა შეეგუო იმას, რომ თუ მოგვინდა, გაუმჭვირვალედ მოგიწყობთ ქვეყანაში რევოლუციას

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს