ვერ გაგვაჩერებთ, სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ –

ვერ გაგვაჩერებთ, სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ –
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით,ოპოზიციისგან წამოსულ შენიშვნებს ამ თემაზე მმართველი გუნდი ვერ მიიღებს, უფრო მეტიც – ს თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულების ახალ ფაქტებსაც გამოავლენენ.
„აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების, ომის პირობებში, საპატიმროში თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა ელენე ხოშტარიამ იკივლოს ქუჩაში, მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან, სწორედ ელენე ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როდესაც ათასეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. ასე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები, ჯარისკაცები და რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
Previous: ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, ეს ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა