“ვერც ხორუმში ჩავერთე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად… თუმცა…” – რას წერს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციაზე ვერც ხორუმში ჩაერთო და ვერც სიმღერა შეასრულა, თუმცა იქაა, სადაც ქართველი ხალხი დგას. აცხადებს, რომ გამარჯვების ქალაქი თბილისი იქნება, ხოლო გამარჯვებული იქნება საქართველო.
კახელებს (ასევე მეგრელებს, გურულებს, იმერლებს, აჭარლებს, ქართლელებს,…) ვერ ვუერთდები, ვერც ხორუმში ჩავერთე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად… თუმცა, იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!, – წერს ფესიბუქზე სალომე ზურაბიშვილი.