“ვერც კი წარმოვიდგენ, მერაბმა როგორ უნდა დამამარცხოს, არ გამიკვირდება საერთოდ ბრძოლას რომ ჩაეხსნას” – ნურმაგომედოვი დვალიშვილზე საუბრობს

სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს, UFC 311-ზე, რუს უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება და საჩემპიონო ქამრის დაცვას ეცდება.
ბრძოლის წინ ნურმაგომედოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მერაბმა როგორ უნდა დამამარცხოს, ვერც კი წარმოვიდგენ. ჭიდაობა მეც შემიძლია, თუ ზურგს მომცემს, მოვახრჩობ. ფრთხილად უნდა იყოს.
საერთოდ არ გამიკვირდება თუ მერაბი ბრძოლას ჩაეხსნება”, – განაცხადა უმარმა.
ცნობისთვის, UFC-ში ნურმაგომედოვი ბრძოლას 3-ჯერ ჩაეხსნა, მერაბს კი მსგავსი შეთხვევა არასდროს ჰქონია.
დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის ბრძოლა ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში