ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე:
,,ნამდვილად არ მინდა ყოვლისმცოდნეს პიედესტალიდან მედიდურად ვაკრიტიკო ოპოზიცია. აბსოლუტურად მესმის მათ წინაშე მდგარი ყველა სირთულის და ამ სირთულეებზე ვრცლადაც დამიწერია. არც იმას ვამბობ, რომ ჩემი აზრი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა.
თუმცა, მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ცხადია მაქვს ჩემს კედელზე ჩემი აზრის გამოხატვის უფლება. ეს აზრი ნაკარნახევია ოპოზიციის დახმარების და არა მისი კრიტიკის სურვილით. ეს აზრი იმეორებს იმას, რაც ადრეც არაერთხელ მითქვამს. უბრალოდ, მიმდინარე მოვლენები ამტკიცებს, რომ მე სამწუხაროდ მართალი ვიყავი და რაც დრო გავა, მითუფრო გამოჩნდება ეს სიმართლე. ამიტომ, რაც უფრო ნათელი ხდება რეალობა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო სათქმელი.
საპროტესტო აქციები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ “აი ვერაფერი მოვიფიქრეთ და მოდით ახლა ხალხო, პრიმიტიულად გადავწყვიტოთ ეს ამბავი. გამოდით ხოლმე გარეთ, იდექით და იდექით სულ. ვერაფერ კონკრეტულს ვერ გეუბნებით. იდექით.” აი ამას გავს ეს ამბავი.
ვერც ის გავიგე გაგანია სამუშაო საათებში, 2 საათზე რატომ დაიბარეს ხალხი? რატომ სპორტის სასახლესთან?
არა, პრობლემა კი არ არის, მაგრამ იმედი და პოსტივი რომ მოვლენ, ორიოდ ასეულ ადამიანს რომ გადაიღებენ, ამაზე მერე მდინარაძე რომ იღადავებს, ეს დემორალიზაციას მოიტანს.
ვერ გავიგე საიდან და რა არგუმენტებით მოდის ასეთი გეგმები.
ხალხს პოლიტიკოსების უმისამართო ყვირილის მოსმენაზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და თუ მან (ხალხმა) არ იცის, რომ რამე კონკრეტულ მიზანს ემსახურება მათი შეკრება, უბრალოდ არ გამოვა. როდესაც აქციას იწვევ, მას სჭირდება სწორი მოლოდინების შექმნა და დინამიკაში მართვა. თავისთავად, დინამიკაც შესაქმნელია. “გარეთ გამოდით” ყველას შეუძლია დაიყვიროს, აქ მთავარი ამბავი დინამიკის შექმნა და მოლოდინების მართვაა.
მაგალითად, დინამიკის შექმნა და მოლოდინების მართვაა:
1. ოთხი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი და პრეზიდენტი ვქმნით გადაწყვეტილებების მიმღებ საბჭოს;
2. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ გაასაჯაროოს არჩევნებზე გამოცხადებულთა სახელები; წვდომა მოგვცეს როგორც ცესკოს, ასევე სარეგისტრაციო აპარატების ბაზებზე. ამ გზით ჩვენ დავადგენთ, რომ 2.09 მილიონი ადამიანი არ ყოფილა არჩევნებზე, დატრიალდა კარუსელები და არჩევნების გაყალბებას ჰქონდა მასობრივი ხასიათი. ამ ფაქტის გამოაშკარავების შედეგად, შეუძლებელი გახდება არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარება;
3. ჩვენ საქართველოში ვიწვევთ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებსაც ვთხოვთ შუამდგომლობას, რომ მოითხოვონ ბაზების გასაჯაროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდეს არჩევნების შედეგების აღიარება.
ამ სამი პუნქტით, უახლოესი მისაღწევი მიზნებით დავიწყოთ, რომელიც ადამიანებსაც მისცემს გარეთ გამოსვლის კონკრეტულ მიზანს და დასავლეთსაც დაანახებს, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა კონკრეტული საკითხების განსახილველად. შემდგომ ნაბიჯებს დინამიკა გამოაჩენს და მას ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს ლიდერების საბჭო.
თუ ქოცები ასაჯაროებენ სიას, აშკარავდება კარუსელი; ცხადია ამას არ იზამენ. თუ არ ასაჯაროებენ, ესეც საკმარისი ფაქტია მასობრივი გაყალბების ირიბად დასადასტურებლად და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტს საკმარისი კონტაქტები აქვს თავის ფრანგ კოლეგასთან, რომ ამომრჩეველთა სიების გასაჯაროება და ეუთოში სამართლიანი დასკვნის მომზადება ჯერ საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია გახდეს, ხოლო შემდეგ ბრიუსელისაც.
ქოცებმა ბევრი იმუშავეს გერმანელების გადასამტერებლად. იგივეს გაკეთება თავისუფლად შეიძლება გერმანელებთან მუშაობითაც.
პერიოდულად, გამოვიდეს ხოლმე ამ საბჭოს სპიკერი და თქვას, რომ “საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრა ემანუელ მაკრონს… კანცლერ შოლცს და…” ეს არის დინამიკა, პროცესის შექმნა. ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა რომ ისინი პროცესის ნაწილი არიან, მათი ქუჩაში დგომა რაღაცას აძლიერებს.
გულწრფელად გეუბნებით, ახლა დასავლეთში არის რამდენიმენაირი განცდა: რომ არჩევნები კი გაყალბდა, მაგრამ 350 ათასი ხმით გაყალბდა? არ არიან დარწმუნებულები, რომ მასშტაბი ამხელა იყო. ეს უმოკლეს ვადებში უნდა დაადასტუროს კარუსელების მასობრიობის გამოვლენამ.
ასევე, ამ პროცესის შემყურე დასავლეთს არ უჩნდება განცდა, რომ ქოცებს საქართველოში სერიოზული ალტერნატივა ყავთ. არ იციან ვის ელაპარაკონ და როცა ვინმეს ელაპარაკებიან, ესა თუ ის სპიკერი ვისი სახელით ლაპარაკობს არც ის იციან.
ამიტომ, ამ დინამიკით, ეს ყველაფერი ბოლოს მიგორდება ქოცების აღიარებამდე, აზრზე თუ არ მოვედით და არ დავსერიოზულდით.
ახლა ძალაუფლება ქუჩაში აგდია, ხალხიც და დასავლეთიც ეძებს შესაბამის ლიდერ(ებ)ს, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს.
ოდესმე პოლიტიკაში ყოფნა რომ მდომოდა, ასეთ ხელსაყრელ გარემოს ხელიდან არაფრით გავუშვებდი. თქვენ რა დაგემართათ?!”