საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშების ბოლო მატჩი „თბილისი არენაზე“ გამართა. ქართველმა ფრენბურთელებმა ისლანდიას უმასპინძლეს. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ოთხ სეტში ანგარიშით 3:1 (25-16, 21-25, 25-19, 25-15) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ლუქსემბურგსა და ფარერის კუნძულების ნაკრებებს სძლია, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგება მიითვალა, მონტენეგროსა და ლატვიასთან კი მატჩები დათმო.