ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება -გაცილებით მკაცრი კანონებიც არის

ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება -გაცილებით მკაცრი კანონებიც არის
„ჩვენ მივისწრაფვით, რომ შევქმნათ იდეალური სახელმწიფო. აუცილებელია, რომ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს. დამისახელონ ერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ანალოგიური ქმედებისთვის არ იქნება დასჯილი მოქალაქე, რა ქმედებებსაც სჩადიან ესენი, როცა ათეულობით ადამიანს შეუძლია ცენტრალური გამზირი გადაკეტოს“,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სხვა ქვეყნებში მსგავს ქმედებაზე გაცილებით მკაცრი კანონები მოქმედებს.
„ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება იმ სახელმწიფოსი, გაცილებით მკაცრი კანონებიც არის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქუჩის გადაკეტვით გარე ძალებისგან დაფინანსებულები საქართველოში პროტესტის ფონს ქმნიან.
„ფონს ქმნიან, რომ პროტესტი არის საქართველოში. აი ხომ ხედავთ 325-ე დღე, ხალხმა ისევ გადაკეტა [გამზირი], წარმოიდგინეთ ევროპელი მოქალაქე რომ უსმენს, ცენტრალური გამზირი იკეტება, ესე იგი მართლა პროტესტია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა