ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული მამუკა ხაზარაძე აშშ-ს მოუწოდებს, რომ ზეწოლა განახორციელოს ლეგიტიმურ “ქართულ ოცნებაზე” – ასეთი გამყიდველები სამშობლოს კი არა, ოჯახსაც დათმობენ ხეირის გამო

ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული -ს მოუწოდებს, რომ ზეწოლა განახორციელოს ლეგიტიმურ “ქართულ ოცნებაზე” – ასეთი გამყიდველები სამშობლოს კი არა, ოჯახსაც დათმობენ ხეირის გამო
ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული მამუკა ხაზარაძე და მისნაირი სუბიექტები ვერ იტანენ საქართველოს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის მიზნით, აშშ-მა უნდა განახორციელოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელსაც ხაზარაძე “არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმს” უწოდებს.
ანალიტიკოსის განცხადებით, ხაზარაძის მსგავსი პირებისთვის მთავარია ანგარება და ისინი არათუ სამშობლოს, ოჯახსაც კი დათმობენ სარგებლის მიღების მიზნით. “ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული მამუკა ხაზარაძე და მისნაირი სუბიექტები ვერ იტანენ საქართველოს, მათთვის მთავარია ანგარება, მოღალატეებზე უარეს კასტას მიეკუთვნებიან. აშშ-ს მოუწოდებს, რომ რომ რაღაც ზეწოლა განახორციელოს ლეგიტიმურ “ქართულ ოცნებაზე”. რა ესმის ამ არამზადას თუ რა არის გეოპოლიტიკა?! ასეთი გამყიდველები სამშობლოს კი არა და ოჯახსაც დათმობენ სერიოზული ხეირის გამო. და ამგვარ არაკაცებს აქვთ პრეტენზიები პატრიოტიზმზე და ფასეულობებზე. როგორი სამარცხვინოა!” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს