“ვერსად გაიპარება, რა ბიზნესში წავიდა? პროკურატურაში უნდა იაროს” – რა ვიდეოს ავრცელებს ანა დოლიძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, ს განათლების ყოფილ მინისტრთან კითხვები აქვს – როგორც დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, ჩოხატაურის 1-ელ საჯარო სკოლაში, ავარიულობის გამო, მოსწავლეები დღემდე ვერ დადიან და სხვადასხვა სკოლებში არიან გადანაწილებული, მეორე და მესამე სმენებად.
სად გაიპარა განათლების მინისტრი ამილახვარი? ვერსადაც ვერ გაიპარება! ჩვენ, მას ვიპოვით და კიდევ იმის წინასაც ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი“, – ამბობს ანა დოლიძე ვიდეომიმართვაში.
რაო, ბიზნესში წავედიო?! ბიზნესში კი არა პროკურატურაში უნდა იაროს მან. ბიზნესში წავიდა? რა ბიზნესში წავიდა ? წლებია ათასობით ბავშვი ასე დაძრწის მეორე და მესამე სმენაში სხვადასხვა სკოლებში. სად არის სარემონტო სამუშაოები? საუდის არაბეთში წელიწადში გაშენდა ქალაქი, არათუ სკოლის გარემონტება და სკოლის დანგრევა! ქალაქები შენდება ერთ წელიწადში. აი, ასეთი ამბავია და სადღაც გაიპარა მინისტრი. ვერავინ ვერსად ვერ გაიპარება, ვერც გაიპარება ! იმიტომ, რომ ეს ტენდერები, ეს კორუფცია, ეს მშენებლობა, ეს ჩავარდნილი საკითხები, რაც არის სკოლის რემონტები საქართველოში, ეს პატარა საქმე არ არის . აქ, სავარაუდოდ, გაკეთდა დიდი ფული, შესაბამისად, ამიტომაც არის ეს ყველაფერი ასე მიგდებული, შუა გზაზე მიტოვებული. აი, ეს არ არის რუსული საქმე?! აბა მეტი რა არის ?! მაინცდამაინც ტანკით უნდა გაკეთდეს იგივე? ეს უნდა დამთავრდეს! მთავარია, ხელისუფლება, რომ შეიცვლება ეს უნდა დავამთავროთ. აქ, ახლა სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს. შეხედეთ, არაფერი ხდება. ისეთი სიჩუმეა, ბუზის ბზუილს გაიგებ. ზიანი, რაც ამით მოგვაყენეს არის უზარმაზარი. ჩვენი ბავშვები არიან მომთაბარე ბავშვები. სად გაიპარა ამილახვარი? ვერსადაც ვერ გაიპარება! ჩვენ, მას ვიპოვით და კიდევ იმის წინასაც ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი“, – დაწერა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა

პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება