ვერონაში ჯულიეტას აივანი ფასიანი გახდა

იტალიის ქალაქ ვერონაში იტალიის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკული ღირსშესანიშნაობა – ჯულიეტას აივანი ფასიანი გახდა.  ახლა, მის სანახავად, 12 ევროს გადახდა იქნება საჭირო. ამ ფასში შედის შენობის შიგნით მდებარე მუზეუმში შესვლა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ჯულიეტას აივანი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია. ყოველდღიურად მას სულ მცირე 8000 ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც უზარმაზარ რიგში დგანან.

ჯულიეტას სახლი, თავისი ცნობილი აივნით, მე-13 საუკუნის აღდგენილი რეზიდენციაა, რომელიც ოდესღაც დიდგვაროვან დალ კაპელოს ოჯახს ეკუთვნოდა – შექსპირის „რომეო და ჯულიეტაში“ კაპულეტების ოჯახის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა.

ცვლილებები ატრაქციონზე ფასიანი წვდომის შემოღებით არ მთავრდება. წყვილებს, რომლებიც აივანზე გასვლას მოახერხებენ, ახლა მხოლოდ 60 წამი ეძლევათ ფოტოების გადასაღებად, სანამ წასვლა მოუწევთ. ჯულიეტას სახლში დაშვებული ადამიანების რაოდენობა 130-დან 100-მდე შემცირდა.