თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე დაასახელა ის დაგეგმილი და გარდამავალი პროექტები, რომელიც 2024 წლის განმავლობაში განხორციელდება.
მათ შორისაა:
აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე;
შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია – 15 მლნ ლარი;
სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია – 3 მლნ ლარი;
18-მეტრიანი ავტობუსების შეძენის პროექტისთვის – 113 მლნ ლარი;
ავტობაზის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 24 მლნ ლარი;
დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 2,8 მლნ ლარი, ასევე, დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია, რომლისთვის დაახლოებით 2,7 მლნ ლარია გამოყოფილი;
ვაგონების მოდერნიზაციისთვის – 10 მლნ ლარი;
მთაწმინდის საბაგიროს დასრულებისთვის – 3 მლნ ლარი;
ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მშენებლობისთვის – 15 მლნ ლარი;
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპისთვის გათვალისწინებულია 11 მლნ ლარზე მეტი;
ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის – 10 მლნ ლარი;
ვაკის პარკის დასრულების სამუშაოებისთვის – 10 მლნ ლარი;
გლდანის ტბის მოსაწესრიგებლად – 5 მლნ ლარი;
სამგორის რაიონში, „სამხედრო ქალაქის“ პარკის მოსაწყობად 2024 წელს გათვალისწინებულია 6 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია, რომელიც ჯამში 26 მლნ ჯდება);
დიდ დიღომში, მეორე და მეოთხე მიკრორაიონების შემაერთებელი ბულვარის მოსაწყობად გათვალისწინებულია 3,5 მლნ ლარი;
კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე „სამასი არაგველის“ სკვერის მოსაწყობად – 2 მლნ ლარი;
სოფელ დიღომსა და სვანეთის უბანში წყალარინების ქსელის მოწყობისთვის ჯამში 4 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული;
ლეღვთახევში ქვათაცვენის საწინააღმდეგო მასშტაბური სამუშაოებისთვის – 5 მლნ ლარი;
დიღმის მასივში, მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის ასაშენებლად 5 მლნ ლარი;
სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამუშაოებისთვის 2,3 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია);
სკეიტპარკების მშენებლობისთვის 1 მლნ ლარი;
#28 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა – 4 მლნ ლარი;
N71 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია – 2,3 მლნ ლარი;
N43 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა – 2 მლნ ლარი;
N196 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია – 2 მლნ ლარი; N37 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია – 2 მლნ ლარი;
N50 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა – 2 მლნ ლარი; N211 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია – 700 000 ლარი.