ვერეს ხეობაში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა – Meteo.gov.ge

Meteo.gov.ge-ის ჰიდროლოგიური მონაცემებით, უხვი ნალექის გამო, საქართველოს მთელ რიგ რაიონებში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა, მათ შორისაა ვერეს ხეობა, სადაც ზღვის დონე, პორტალის მიხედვით, 15:50 წუთისთვის, 273 სმ-ია. Meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, სასიგნალოდ ითვლება 210 სმ, ხოლო 260 სმ. – საშიშად.
ქვეყნის მასშტაბით, წყლის დონე საყურადღებოა – მდინარე ალაზანზე (406 სმ), მდინარე ენგურზე (390 სმ), მტკვარზე (339 სმ), ფშავის არაგვზე (215 სმ.), ცხენისწყალზე (297 სმ).