ვერდიქტი სოროსის სასამართლომ გამოიტანა – ორბანი EU-ს მართლმსაჯულების სასამართლოს ჯარიმაზე

უნგრეთის პრემიერის, ს თქმით, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო, რომელმაც უნგრეთი 200 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა, სოროსის მიერ იმართება და “სოროსის სასამართლოა”.
ორბანმა ამის შესახებ Kossuth Rádió-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“ვერდიქტი სოროსის სასამართლომ გამოიტანა. სოროსს გეგმა აქვს, გამოაცხადა და არასდროს დაუმალავს, თავად დაწერა”. – თქვა ორბანმა.
ორბანის თქმით, ბრიუსელსა და უნგრეთს შორის “ძველი ომი” მიმდინარეობს მიგრაციასთან დაკავშირებით, ხოლო თვითონ ცდილობს, “გადაჭრას იმგვარად, რომ მათთვის უფრო მტკივნეულად დასრულდეს”.
ორბანმა თქვა, რომ სასამართლოს მიერ დაწესებული ჯარიმა უზარმაზარი თანხაა და უფრო მეტ ფულია, ვიდრე “მსოფლიოს უნახავს”. მისი თქმით, უკეთეს შემთხვევაში, ამჯობინებდა, რომ ეს ფული პენსიონერებსა და ოჯახებზე დაეხარჯა, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა.
ორბანი ბრიუსელი სიმართლის დამალვაში დაადანაშაულა.
“ეს ბრიუსელელები თაღლითები არიან”. – თქვა ორბანმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
მანამდე, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთი მიგრაციული პოლიტიკასთან დაკავშირებით წესების დარღვევის გამო 200 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა და ვერდიქტის შესრულების ყოველ გადაცილებულ დღეზე დამატებით 1 მილიონი ევროთი დააჯარიმებს.
სასამართლომ პირველად 2020 წელს დაადგინა, რომ უნგრეთი მიგრანტების მოპყრობის შესახებ ევროკავშირის წესებთან თანხვედრაში არ მოდიოდა და ბუდაპეშტის პოლიტიკის ცვლილება მოითხოვა, რაც უნგრეთმა არ გაითვალისწინა და უგულებელყო.
ბრიუსელის ახლანდელი გადაწყვეტილებით, უნგრეთის უმოქმედობა “ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს”.