ვერატის ევროპაში დაბრუნება სურს და პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

ჟურნალისტ ეკრემ კონურის ინფორმაციით, 32 წლის იტალიელ ნახევარმცველ მარკო ვერატის ევროპაში დაბრუნება სურს.
გამოცდილი შუახაზელი 2023 წელს პსჟ-იდან კატარულ “ალ-არაბიში” გადაბარგდა, მისი გუნდი კი ჩემპიონატის აუტსაიდერია და გავარდნის საფრთხე ემუქრება.
ვერატი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ გუნდში გადასვლაც სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება. გავრცელებული ინფორმაციით, მისით პრემიერ ლიგის გუნდები “ფულჰემი”, “ვესტ ჰემი” და “ბორნმუთი” ინტერესდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში