„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი ვიკი ბარბაქაძეა.
– მოვლენა, რომელმაც შეგცვალა …
– ასე მკაფიოდ არ მახსენდება. არ ვიცვლები ხოლმე, რაც ვარ, ეგ ვარ…
– ვერასდროს წარმოვიდგენდი …
– წარმოუდგენელი არაფერია, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ადამიანის ასეთ სიყვარულს დავიმსახურებდი, ისეთებს აკეთებენ ჩემს გამო…
– სტიმულს გაძლევს …
– სტიმულს ისევ და ისევ საკუთარი თავი მაძლევს, საკუთარ თავთან საკმაოდ კარგად და კომფორტულად ვარ. სტიმულს ჩემი ხასიათი და სიძლიერე მაძლევს, რომელიც ვთვლი, რომ ნამდვილად მაქვს.
– გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განახორციელე …
– ჩემი ცხოვრებისეული მიზანია, ერთ მშვენიერ დღეს ვთქვა, რომ კომფორტულად ვარ. ეს სახლიდან იწყება… იმედი მაქვს, ერთ დღეს მართლა ვიტყვი, რომ კომფორტულად ვარ.
– პირველი სიყვარულის ისტორია …
– პირველი სიყვარული 17 წლის ასაკში იყო. გაგრძელებით დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ 2 წელი ვიყავით ერთად.
– ვერასდროს იქნებოდი …
– მიმბაძველი ადამიანი;
– გეშინია …
– საკუთარი თავის დაკარგვის… ისეთი ადამიანების დაკარგვის, ვინც ჩემთვის ახლოა და ემოციურად ვარ განწყობილი…
– რჩევას იღებ …
– რჩევას ნებისმიერი ადამიანისგან ვიღებ, სრულიად უცხოსგანაც, თუ ჯანსაღი და გამოსადეგია, ვითვალისწინებ.
– როგორი მოხუცი იქნები?
– „სლეეი“ (იცინის) შვილები და შვილიშვილები თუ მეყოლება, მეგობრული ვიქნები. ვიქნები ისევ ისეთი სარკასტული, ცოტა ნერვებს მოვუშლი პატარებს (იცინის).
Exclusive: „ბევრი რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში… არ მიყვარს ჩემი პრობლემებით სხვისი დამძიმება…” – კირა ანდრონიკაშვილი პირადზე
„ჩემი გოგო აღარ მყავს…მადლობა ყველა ბედნიერი წამისთვის“ – თაია ჭიჭინაძე
„ასე ლამაზად თენდება გურიაში…“- გივიკო დიდია ბახმაროდან ულამაზეს კადრებს აქვეყნებს