იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ამტკიცებს, რომ ქართული მართლმსაჯულება კორუფციისგან სრულად დაცლილა და ეს არის ჩვენი ქვეყნის “ყველაზე დიდი მიღწევა.”
მისივე განცხადებით, სასამართლოში კვალიფიკაციის შემოწმება “ძალიან მკაცრად” ხდება და ბოლო პერიოდში ყველა გასაუბრება “ღიად და საჯაროდ” ჩატარდა.
“ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვერანაირად ვერ მივიღებ ვერავისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის. სასამართლოში შემოსვლა არ არის მარტივი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მკაცრად ხდება იმ კვალიფიკაციის შემოწმება და იმ სტანდარტების შესაბამისობის დადგენა, რომელსაც თითოეული მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. აქედან გამომდინარე, ყველა გასაუბრება, ბოლო პერიოდში, ჩატარდა ღიად და საჯაროდ და თქვენ თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და სასამართლო სისტემაში არ იქნა დაშვებული, მაშინ თქვენს წინაშე და საზოგადოების წინაშე მოვიხდი ბოდიშს,” – ამბობს ქადაგიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაიხსნა ორდღიანი რეგიონული კონფერენცია – “კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის”. შეხვედრას საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახალხო დამცველები ესწრებიან. მასვე ესწრება ნინო ქადაგიძეც.