ვენსი “შეურაცხმყოფელს” უწოდებს ს პარლამენტში ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან დასავლეთის სანაპიროს ანექსირების მხარდაჭერას

-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტი შეეწინააღმდეგება ოკუპირებული დასავლეთის სანაპიროს ანექსირებას და რომ ეს არ მოხდება – და დასძინა, რომ ს პარლამენტარების მხრიდან ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯები ჰგავდა სულელურ “პოლიტიკურ ფანდს”.
ოთხშაბათს კნესეტში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებმა სიმბოლური ნაბიჯი გადადგეს და წინასწარი თანხმობა მისცეს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ისრაელის კანონების გავრცელებას დასავლეთის სანაპიროზე – რაც ტერიტორიის ანექსირების ტოლფასია. პალესტინელები დასავლეთის სანაპიროს მიიჩნევენ მათი სამომავლო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილად.
კენჭისყრის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას ვენსმა უპასუხა – “თუ ეს პოლიტიკური ფანდი იყო, მაშინ ძალიან სულელურია და პირადად მე ამას გარკვეულ შეურაცხყოფად აღვიქვამ”.
ვენსის განცხადებამდე -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ისრაელის მიერ 1967 წელს დაკავებული ამ ტერიტორიის ანექსირებისკენ ნაბიჯების გადადგმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ტრამპის გეგმას ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად – ამ გეგმის შედეგი ამ ეტაპისთვის არის ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება.
“დასავლეთის სანაპირო არ იქნება ისრაელის მიერ ანექსირებული. პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა ისაა, რომ დასავლეთის სანაპიროს ანექსირება არ იქნება. ეს ყოველთვის ჩვენი პოლიტიკა იქნება” – თქვა ვენსმა ისრაელში ორდღიანი ვიზიტის ბოლოს.
ისრაელში გამართული კენჭისყრის მხარდამჭერი იყო ულტრამემარჯვენე პარლამენტარი, რომელიც ბოლო დრომდე იყო მმართველი მემარჯვენე კოალიციის წევრი, კენჭისყრას ასევე მხარს უჭერდნენ ეროვნული უშიშროების მინისტრი, ულტრანაციონალისტი იტამარ ბენ-გვირი და ფინანსთა მინისტრი, ბეზალელ სმოტრიჩი. წინასწარ კენჭისყრაზე პროექტი გავიდა თანაფარდობით 25-24, საერთო ჯამში 120 დეპუტატიდან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს ოფისმა კენჭისყრას მოგვიანებით უწოდა “გამიზნული პოლიტიკური პროვოკაცია”, რომლის მიზანი იყო უთანხმოების გამოწვევა ვენსის ვიზიტის დროს.
ნეთანიაჰუს პარტია “ლიკუდს” კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია და მის გარეშე დასავლეთის სანაპიროს ანექსირების კანონის შემუშავება დიდი ალბათობით ვერ განხორციელდება – ვკითხულობთ განცხადებაში.
აშშ ისრაელის ყველაზე ძლიერი და ერთგული მოკავშირეა, ტრამპის ადმინისტრაციას ისრაელთან განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა აქვს.
ნეთანიაჰუ სისტემატიურად გამორიცხავს პალესტის სახელმწიფოს შექმნას. მისი კაბინეტი ანექსირების იდეას განიხილავდა როგორც პასუხს დასავლელი მოკავშირეებისთვის, რომლებმაც აღიარეს პალესტინის სახელმწიფო – საიმისოდ, რომ ისრაელზე ზეწოლა განეხორცელებინათ, ღაზაში მის მიერ წარმოებული დამანგრეველი ომის შესაჩერებლად. ტრამპის მხრიდან წინააღმდეგობის გამო, ისრაელის კაბინეტმა ეს გეგმა თითქოს თაროზე შემოდო – წერს სააგენტო როიტერსი.