ვენსი: აშშ მუშაობს მოლაპარაკების გამართვაზე პუტინსა და ზელენსკის შორის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, მუშაობს მოლაპარაკების გამართვაზე ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს, ს შორის.
10 აგვისტოს, Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვენსმა თქვა, რომ ამ ეტაპზე საქმე უკვე ეხება თარიღის გამონახვას, როცა სამი ლიდერი – აშშ-ის პრეზიდენტი, , პუტინი და ზელენსკი – ომის დასრულების გზებზე სალაპარაკოდ დასხდებიან. ვენსის აზრით, პუტინის ზელენსკისთან შეხვედრა არაპროდუქტიული მანამ, სანამ რუსეთის პრეზიდენტი შეხვდება ტრამპს.
“ცხადია, ჩვენ ვგმობთ შეჭრას, არ მოგვწონს მიმდინარე სიტუაცია – მაგრამ საჭიროა მშვიდობასთან მისვლა. და საამისოდ ერთადერთი გზაა დასხდომა და ლაპარაკი” – თქვა ვენსმა.
ვენსმა დასძინა, რომ დონალდ ტრამპს “ეჭვი ეპარება უკრაინის თაობაზე მოლაპარაკების წარმატებაში, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნევს შანსის მიცემას”.
“ჩვენ ვეცდებით მოლაპარაკების საფუძველზე მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც დააკმაყოფილებს რუსებსაც და უკრაინელებსაც. საბოლოო ანგარიშით, სავარაუდოდ, ორივე მხარე უკმაყოფილო იქნება” – თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, ჯეი დი ვენსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ გეგმავს შეწყვიტოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა რუსეთის მოგერიების ომში.
“ვფიქრობ, პრეზიდენტი, და ნამდვილად ვფიქრობ რომ ამერიკა – ჩვენ აღარ ვაპირებთ უკრაინის ომის ამბის დაფინანსებას. ჩვენ გვინდა ეს მშვიდობიანად გადაიჭრას. ჩვენ გვსურს დავასრულოთ ხოცვა” – უთხრა ვენსმა Fox news-სს ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინაა ჩაწერილი. “ამერიკელებს, ვფიქრობ, მოყირჭებული აქვთ თავიანთი ფულის, თავიანთი გადასახადების დოლარების გაგზავნა ამ კონკრეტულ კონფლიქტში” – თქვა ვენსმა და დასძინა: “თუკი ევროპელებს სურთ ჩაერიონ და იარაღი შეისყიდონ ამერიკელი მაწარმოებლებისგან – ამის წინააღმდეგი არ ვართ. მაგრამ თავად ჩვენ ამას აღარ დავაფინანსებთ” – ამბობს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი.
ინტერვიუ ჩაიწერა მანამ, სანამ ოფიციალურად გამოცხადდებოდა, რომ ტრამპი პუტინს მომავალ კვირაში, ალასკაში შეხვდება. ამ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერჯერობით მიწვეული არ არის.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი განიხილავს ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას რუსეთის ნავთობის იმპორტის გამო, თუმცა ამ საკითხზე “ჯერ მყარი გადაწყვეტილება არ მიუღია”.
ფორუმი