აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა არ გამორიცხა უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნა, თუ მოსკოვი არ დასთანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ვენსმა მიუნხენის კონფერენციის წინ, Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არსებობს ეკონომიკური ბერკეტების ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, არსებობს სამხედრო ბერკეტების ინსტრუმენტი“, — თქვა ვენსმა.
ვენსის აზრით, გამოვა შეთანხმება, რომელიც „შოკში ჩააგდებს ბევრ ადამიანს“.
„პრეზიდენტი არ აპირებს ამ საქმეში ლიმიტების დაწესებას. ის იტყვის: „ყველაფერი მაგიდაზეა, მოდით, გარიგება დავდოთ”, — თქვა ვენსმა.
უკრაინასთან დაკავშირებით, ვენსმა თქვა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რამდენად დარჩება ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ხელში ან უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება შესთავაზონ კიევს აშშ-მა და სხვა დასავლელმა მოკავშირეები. მისი თქმით, ეს დეტალები სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა დამუშავდეს.
„არსებობს რამდენიმე ფორმულირება, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა“, — განაცხადა მან.
ვენსმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს დაარწმუნოს პუტინი, რომ რუსეთი უფრო მეტს მიაღწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიდრე ბრძოლის ველზე.
ვენსმა შესთავაზა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა უკრაინაზე წარმატებული შეთანხმების შემდეგ და თქვა, რომ მოსკოვის ამჟამინდელი იზოლაცია დასავლური ბაზრებისგან მას პეკინის უმცროს პარტნიორად აქცევს.
„პუტინის ინტერესებში არ არის უმცროსი ძმა იყოს ჩინეთთან კოალიციაში”, — თქვა ვენსმა.
აშშ-ის ხედვა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებთან დაბრუნება და ნატოში გაწევრიანება არარეალისტური მიზანია. ამის ნაცვლად, ჰეგსეთის თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიები, რომლებიც გამაგრებული იქნება ქმედუნარიანი ევროპული და არაევროპული ჯარების მიერ. ამასთან, თუ ეს ჯარები უკრაინაში სამშვიდობოებად განლაგდებიან, ეს არ უნდა მოხდეს ნატოს ეგიდით.
მეორე დღეს ჰეგსეთმა განმარტა თავისი კომენტარი და თქვა, რომ ლაპარაკობდა სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში, თუმცა ყველაფერი მაგიდაზეა და ტრამპის გადასაწყვეტია, რა დათმობებზე წავა ან არ წავა. დათმობებზე არ წავა” ტრამპის გადასაწყვეტი იქნება. ვენსი დაეთანხმა, რომ ტრამპს შეუძლია აზრის შეცვლა იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოლაპარაკებები.
ამ თემაზე:
უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებთან დაბრუნება არარეალისტურია — აშშ-ის თავდაცვის მდივანი
ტრამპი — ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის ესაუბრა
