ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს | დღეს იქნება პრესკონფერენციაც

ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, დღეს, ხუთშაბათს პრესკონფერენციას გამართავს. დელეგაციის შემადგელობაში შედიან კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ბ-ნ მაიკლ ფრენდო; დირექტორი/ვენეციის კომისიის მდივანი, ქ-ნ სიმონა გრანატა-მენჯინი და ვენეციის კომისიის წევრი (ნორვეგია), ბ-ნ ეირიკ ჰოლმოვიკი.
15-17 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი ს; საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.
ვენეციის კომისიის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე გახლავთ ქ-ნ ტანია ვან დაიკი, სამდივნოს წარმომადგენელი.