ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გაღვივებას ემსახურება – ნინო წილოსანი

“ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიკური გზავნილებით არის გაჯერებული, რომელიც, დამატებით, არაერთ ფაქტობრივ შეცდომას შეიცავს.
საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, წერილში სამართლებრივი მსჯელობა პრაქტიკულად არ არის და ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს მანიპულაციურ მიდგომებსა და საქართველოში საპროტესტო მუხტის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებენ.
“შინაარსობრივი არგუმენტები არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ არცერთ ექსპერტსა თუ წარმომადგენელს არ მოუწოდებია. ვენეციის კომისიის ეს დასკვნაც, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის გაღვივებას ემსახურება.
ჩვენი მხრიდან აქამდე არსებული შეთავაზება შინაარსის კუთხით ამ კანონის დახვეწასთან დაკავშირებით ასევე ძალაშია, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ ვიღებთ და ვერ მივიღეთ ამ დრომდე ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ მუხლების გაუმჯობესების ვერცერთი შემოთავაზება,” – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია უფრო მეტია, ვიდრე – სამართლებრივი.
“ასევე, არის მთელი რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები, ამას უზუსტობასაც ვერ დავარქმევთ. აქედან ჩანს, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური პოზიციის ნაწილი,” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა 21 მაისს გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ

შალვა რამიშვილი: სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გეახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კეცზე, წიწილი ისრი-მაყვალში, ნიყვი…