ვენეციის კომისია სამართლიანი დასკვნების ნაცვლად, პოლიტიკურ დასკვნებს იძლევა და საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებს

ვენეციის კომისია სამართლიანი დასკვნების ნაცვლად, პოლიტიკურ დასკვნებს იძლევა და საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა განაცხადოს, ეთანხმება თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას.
„ვენეციის კომისია სამართლიანი დასკვნების ნაცვლად, პოლიტიკურ დასკვნებს იძლევა. ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს მოუწოდებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ. ოპოზიცია თავისი ლგბტ დროშით გამოვიდეს და თქვას, რომ ეთანხმება ვენეციის კომისიას, ანუ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, თუ არა – ამას ისინი ვერ გაექცევიან და ვერც გაექცნენ დღემდე. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მხოლოდ ქალი და კაცია ოჯახი, ვენეციის კომისია კი გვეუბნება, რომ კაცი და კაციც უნდა იყოს ოჯახი ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება უნდა მოხდეს. ახლა ოპოზიცია ეთანხმება ვენეციის კომისიის ამ დასკვნას თუ არა, გამობრძანდნენ და თქვან. თუ დუმილს შეინარჩუნებენ, დუმილი თანხმობის ნიშანია და ის ლგბტ დროშა კიდევ უფრო დიდად აფრიალდება ოპოზიციის რიგებში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, იწყება იმ პერიოდში, რომელიც ხასიათდება ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტით, ძლიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაძაბულობით, მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოჭრილ შეშფოთებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად