ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა, ეს ინსტიტუცია სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანოდ გარდაიქმნა, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს

ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა, ეს ინსტიტუცია სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანოდ გარდაიქმნა, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს
ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა, სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვენეციის კომისია ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს.
„საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივი პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს