“ვენეციის კომისიას ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია” – ქურდოვანიძე

“საიას” ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ალან ბერსეს დღევანდელ განცხადებას აფასებს და ამბობს:
ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, ,,რუსულ კანონზე“ ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია.
ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს.
თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს” – წერს ქურდოვანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)