ვენეციაში (იტალია) „ერთდღიანი“ ტურისტების გადასახადი გაორმაგდება

ვენეციაში (იტალია) „ერთდღიანი“ ტურისტების გადასახადი გაორმაგდება – 2025 წლიდან ის 5-დან 10 ევრომდე გაიზრდება. ამ გზით მერია ისტორიული ადგილების გადაჭარბებული ტურიზმისგან დაცვას ცდილობს.
გადასახადი უკვე უნდა გადაიხადოს ყველა ტურისტმა, ვინც ძველ ქალაქში ერთი დღით ჩამოდის და ღამეს არ ათევს.
ტურისტებს, რომლებიც გადასახადს არ გადაიხდიან, 300 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.
გადასახადის გადახდა ადგილობრივ მოსახლეობას, სტუდენტებს, ადგილობრივ მუშაკებს და 14 წლამდე ბავშვებს არ მოუწევთ.
წელს გადასახადმა ქალაქის ხაზინაში 2 მილიონი ევრო შემოიტანა, მაგრამ ქალაქში ტურისტების ნაკადი ვერ შეამცირა. მოელიან, რომ ვიზიტის ორმაგი ფასი შეამცირებს შაბათ-კვირას ვენეციაში ჩასვლის მსურველთა რაოდენობას.
ყოველწლიურად ქალაქი 55 ათასი მოსახლეობით იღებს 30 მილიონ ტურისტს. ხალხის ნაკადი ტოვებს ნაგავს ვენეციაში და ასევე ზრდის ხმაურის და სინათლის დაბინძურების დონეს. ეს ყველაფერი არა მხოლოდ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ზიანს აყენებს ქალაქის კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას.
ვენეცია დიდი ხანია ცდილობს გადაარჩინოს ქალაქი მილიონობით ტურისტის მიერ გამოწვეული ზარალისგან, მაგალითად, წელს ქალაქმა ტურისტული ჯგუფების რაოდენობა შეზღუდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…