ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმების ბრძანება დონალდ ტრამპმა გასცა – CBS News

ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმების ბრძანება დონალდ ტრამპმა გასცა, – ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CBS News-ის ინფორმაციით, დღეს ვენესუელას დედაქალაქში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმები -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.
წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა ოპერაციის გეგმები რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.
გამოცემასთან საუბარში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კარაკასში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ.
ამასთან, თეთრმა სახლმა The New York Times-თან ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
www.interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა