ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა -ს თანამშრომლობა შესთავაზა

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა, რომელიც -ის მიერ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, მსოფლიოს და აშშ-ს მიმართა. ვაშინგტონის მიმართ როდრიგესის ტონი შეცვლილია.
სოციალური ქსელებით 4 იანვარს გავრცელებულ მიმართვაში როდრიგესი ვენესუელის სახელით ადასტურებს ერთგულებას მშვიდობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი და აცხადებს, რომ ვენესუელის მისწრაფებაა იცხოვროს გარე საფრთხეების გარეშე, პატივისცემისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში.
როდრიგესის თანახმად, პრიორიტეტულ ყურადღებას უთმობენ დაბალანსებული და პატივისმცემელი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას აშშ-სა და ვენესუელას შორის და ვენესუელასა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის. როდრიგესი ხაზს უსვამს, რომ ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სუვერენულ თანასწორობასა და ჩაურევლობას.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
დელსი როდრიგესმა მიმართა პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ მათი ხალხები და რეგიონი იმსახურებენ მშვიდობასა და დიალოგს და არა ომს. როდრიგესის თანახმად, ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი, ახლა მთელი ვენესუელის გზავნილია და ვენესულას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ტონი შეერთებული შტატების მიმართ შერბილებულია.
მანამდე, 3 იანვარს ვენესუელის მოქალაქეებისადმი მიმართვისას დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ გმობს ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო აგრესიას, მთავრობა მზად არის ქვეყნის დასაცავად და ვენესუელას ჰყავს ერთადერთი პრეზიდენტი – ნიკოლას მადურო.
4 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Atlantic-ს განუცხადა, რომ თუ დელსი როდრიგესი აშშ-თან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ეს ძვირად დაუჯდება.