ვენესუელის პარლამენტმა ნავთობის ინდუსტრიის მასშტაბური რეფორმა დაამტკიცა

ვენესუელის პარლამენტმა საბოლოო კენჭისყრით დაამტკიცა ქვეყნის ნავთობის კანონის ფართომასშტაბური რეფორმა, რომელიც ნავთობისა და გაზის წარმოების ზრდას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.
რეფორმა ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, ნავთობის სამინისტროს უფლებამოსილების გაფართოებას, კერძო მწარმოებლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებასა და აქტივების გადაცემისა და ნავთობის სექტორში აუთსორსინგის დაშვებას.
ცვლილებებს წინ უსწრებდა თითქმის 20-წლიანი მკაცრ ნაციონალიზაციის პოლიტიკა, რომლის შედეგად უცხოურ კომპანიებს, მათ შორის, ამერიკულ Exxon Mobil-სა და ConocoPhillips-ს, ნავთობის აქტივები ჩამოერთვათ.
ახალი კანონის თანახმად, კერძო კომპანიებს შეეძლებათ ნავთობის პროექტებში მონაწილეობა როგორც ახალი კონტრაქტების, ისე ერთობლივი საწარმოების მეშვეობით. ამასთან, მათ წარმოებული ნავთობის ვენესუელის ნავთობკომანიის (PDVSA) კონტროლის გარეშე რეალიზაცია შეეძლებათ.
თავის მხრივ, -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რეფორმის დამტკიცებიდან მალევე ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქა.
ამავე დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე გარკვეული დროით კონტროლს დაამყარებს.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ