ვენესუელას ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელუსუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,ქვეყნის [ვენესუელას] ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელუსუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. არ გვინდა ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც ვიღაც სხვა მოვა [ვენესუელას] ხელისუფლებაში და იგივე ვითარება გვქონდეს, რაც აქამდე მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა…
მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა გვსურს ვენესუელას შესანიშნავი ხალხისთვის,” – განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელაზე ერთი შეტევა საკმარისი აღმოჩნდა.
,,რელურად ვვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა გახდებოდა საჭირო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საჭირო არ იქნება. პირველი შეტევა ისეთი წარმატებული იყო, რომ ჩვენ, ალბათ, არ მოგვიწევს მეორეს განხორციელება,” – განაცხადა ტრამპა.
www.interpressnews.ge



