აშშ-მ შესაძლოა ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებული დამატებითი სანქციების ნაწილი უკვე მომავალ კვირას მოხსნას. როგორც Reuters აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განუცხადა,მომავალ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებს შეხვდება, რათა ვენესუელასთან ამ ორგანიზაციების თანამშრომლობის აღდგენის საკითხი განიხილოს.
ვენესუელის კუთვნილი, ამჟამად გაყინული დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების IMF-ის სარეზერვო აქტივები შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას მოხმარდეს.
კითხვაზე, როდის შეიძლება მოიხსნას დამატებითი სანქციები, მან უპასუხა: „ეს შეიძლება უკვე მომავალ კვირას მოხდეს“.




