ვენესუელა მსოფლიოში არსებული ნავთობის მარაგების 19.4%-ს ფლობს

ვენესუელა ფლობს მსოფლიოში უდიდეს დადასტურებულ ნავთობის მარაგებს – 303 მილიარდ ბარელზე მეტს, რაც გლობალური რეზერვების 19.4%-ია. ინფორმაციას OPEC-ი 2024 წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს მაჩვენებელი აჭარბებს ს მარაგებს (267 მლრდ ბარელი) და თითქმის 7-ჯერ აღემატება -ის რეზერვებს.
დღეისათვის ვენესუელაში მხოლოდ ერთი ამერიკული გიგანტი — Chevron-ი ოპერირებს, რომელიც ქვეყნის ნავთობის მოპოვების 25%-ს აკონტროლებს. სხვა მსხვილმა მოთამაშეებმა, როგორიცაა ExxonMobil და ConocoPhillips, ქვეყანა 2006 წელს, უგო ჩავესის მიერ ნაციონალიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ დატოვეს.