ვენესუელაში უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ, დაპირისპირება მოხდა

ვენესუელაში უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ, დაპირისპირება მოხდა. როგორც BBC წერს, კარაკასსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ვენესუელაში, საპრეზიდენტო ს ოფიციალური შედეგების მიხედვით ხელისუფლებაში მყოფმა მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.
ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს

ასევე დაგაინტერესებთ