ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ

ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვენესუელის გენერალურ პროკურორზე, ტარეკ სააბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვენესუელის გენერალური პროკურორის, ტარეკ სააბის ცნობით, საპრეზიდენტო ს შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთაგან უკვე 1369 ადამიანი გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ს შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო და ხელისუფლებამ 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა, რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა დატოვა. ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აღიარებს.