ნიკოლას მადურომ გამოსცა ბრძანება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
ვენესუელის მთავრობის განცხადება: ვენესუელა გმობს შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებულ „სამხედრო აგრესიას“. აშშ-ის თავდასხმის მიზანია დაეუფლოს ვენესუელის ნავთობსა და წიაღისეულს. ჩვენ წინ აღვუდგებით იმპერიალისტურ აგრესიას თავდაცვის ყველა გეგმის ამოქმედებით.
მადურომ გასცა ბრძანება, მომზადდეს ეროვნული თავდაცვის ყველა გეგმა, რათა ისინი განხორციელდეს სათანადო დროსა და შესაბამის ვითარებაში.




