ვენესუელაში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩაფრინდა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთანაა დაკავშირებული

ვენესუელაში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩაფრინდა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთანაა დაკავშირებული – ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება.
Ил-76-ის ოპერატორი Aviacon Zitotrans -ის, კანადისა და უკრაინის მიერაა დასანქცირებული.
Ил-76 კარაკასში მას შემდეგ ჩაფრინდა, რაც დიქტატორმა მადურომ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს სამხედრო დახმარება სთხოვა.
გუშინ, 31 ოქტომბერს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ -მა ვენესუელაში იმ სამხედრო ობიექტების განადგურება გადაწყვიტა, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის გამოიყენება. პრეზიდენტმა ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ არ განიხილავს ვენესუელაზე იერიშის მიტანას.

ასევე დაგაინტერესებთ