ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრის დიოსდადო კაბელოს განცხადებით, აშშ-ის მიერ ქვეყანაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კარაკასს აქამდე არ დაუსახელებია დაღუპულთა რიცხვი, თუმცა არმიამ 23 დაღუპულის სია გამოაქვეყნა.
ვენესუელას ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მადუროს უსაფრთხოების სამსახურის დიდი ნაწილი „ცივსისხლიანად“ მოკლეს, ხოლო კუბამ განაცხადა, რომ ვენესუელაში მისი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების წარმოადგენლები დაიღუპნენ.
ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მადუროს მეუღლემ, სილია ფლორესმა, აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს თავის ტრავმა მიიღო, მადურომ კი – ფეხის.




