ვენესუელას მთავრობა -ის მიერ ნავთობტანკერის დაკავებაზე – ეს აშკარა ქურდობაა – დავიცავთ სუვერენიტეტს და ეროვნულ ღირსებას

ვენესუელას მთავრობა შეერთებული შტატების მიერ ნავთობტანკერის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს აშკარა ქურდობა და საერთაშორისო მეკობრეობის აქტია.
„ვენესუელა აბსოლუტური სიმტკიცით დაიცავს თავის სუვერენიტეტს, ბუნებრივ რესურსებსა და ეროვნულ ღირსებას“, – აცხადებენ ქვეყნის მთავრობაში.
მათივე მტკიცებით, ტანკერის დაკავებას საერთაშორისო ორგანოების წინაშე დაგმობენ.
ცნობისთვის, მანამდე, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა. ნავთობტანკერის დაკავებამ ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია და ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა მკვეთრად გაამწვავა.