ვენესუელას თავს დაესხნენ – კოლუმბიის პრეზიდენტი

ვენესეულას თავს დაესხნენ, – ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო X-ზე წერს.
„ამ წუთებში კარაკასს ბომბავენ. მსოფლიოს შეატყობინეთ, რომ ვენესეულას თავს დაესხნენ. დაბომბვა რაკეტებით ხორციელდება“, – წერს პეტრო.
მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და გაერო-მ საგანგებო სხდომები ახლავე უნდა გამართონ.
CNN-ის ცნობით, ვენესუელას დედაქალაქში პირველი დარტყმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:50 საათზე განხორციელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა.