ვენესუელამ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის მოქალაქეები რუსეთს გადასცა

ვენესუელამ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის მოქალაქეები რუსეთს გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიური გაზეთი El Tiempo ავრცელებს.
გუშინ, ს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის ორი მოქალაქე დააკავეს.
El Tiempo-ს ცნობით, ორივე მათგანი ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დააკავეს და შემდეგ რუსეთში მათი ექსტრადირება განხორციელდა. ერთ-ერთი დაკავებულის დამ გამოცემას განუცხადა, რომ მათ ვენესუელის პოლიციის ყურადღება მიიქციეს, რადგან უკრაინის არმიის ფორმა ეცვათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე არტე და ხოსე არონ მედინა კოლუმბიაში კარაკასის გავლით მიემგზავრებოდნენ.
კოლუმბიის, ვენესუელისა და რუსეთის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!