ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო

ვენესუელის მთავრობამ დაიწყო იმ პირთა გათავისუფლება, რომლებსაც უფლებადამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.  ვენესუელის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს „კეთილი ნების ჟესტია“.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გათავისუფლებულია ქვეყნის ხუთი მოქალაქე. მათ შორის არის ცნობილი ვენესუელელ-ესპანელი უფლებადამცველი როსიო სან მიგელი – მისი გათავისუფლება მისმა ოჯახმა უკვე დაუდასტურა ამერიკულ მედიას.

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ ცნობა მოჰყვა შაბათს, კარაკასში განხორციელებულ ოპერაციას, რომლის დროსაც -მა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა. მას ნიუ-იორკში ნარკოტრაფიკის ბრალდებით გაასამართლებენ.

ვენესუელაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება -ის დიდი ხნის მოთხოვნა იყო, განსაკუთრებით ს ან პროტესტების დროს რეპრესიების გამწვავების პერიოდში.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელმა და დროებითი პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესმა ვენესუელის სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადა, რომ პატიმრების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ დაუყოვნებლივ გათავისუფლდებოდა, თუმცა პატიმართა ზუსტი რაოდენობა ან ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

ვენესუელის ციხეებში ასობით პოლიტპატიმარი იმყოფება, თუმცა მიიჩნევა, რომ ამ დროისთვის მხოლოდ მცირე ნაწილია გათავისუფლებული. ხორხე როდრიგესმა აღნიშნა, რომ დროებითი მთავრობა მათ „ეროვნული ერთიანობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის“ ინტერესებიდან გამომდინარე ათავისუფლებს.

მადუროს აქტიური კრიტიკოსი და თავდაცვის ექსპერტი, როსიო  სან მიგელი, პირველი პატიმარი იყო, რომლის გათავისუფლებაც დადასტურდა. მისმა ოჯახმა ნიუ იორკ თაიმსს დაუდასტურა,  რომ იგი კარაკასში,  ესპანეთის საელჩოში გადაიყვანეს.

სან მიგელი 2024 წელს დააპატიმრეს. მას მაშინდელი პრეზიდენტის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობა, სახელმწიფო ღალატი და ტერორიზმი ედებოდა ბრალად. მისმა დაპატიმრებამ უფლებადამცველები შეაშფოთა, ხოლო გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა მისი ადგილსამყოფელის გაურკვევლობის გამო შემთხვევა „ გაუჩინარებად“ შეაფასა.

ვენესუელის უფლებადამცველმა ორგანიზაციებისთვის, რომელთა ზოგიერთი წევრი ან დამფუძნებელი თავად იმყოფება პატიმრობაში, ეს განგაშის სიგნალი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დელსი როდრიგესი მადუროს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე იყო, მისმა დროებითმა ადმინისტრაციამ აშშ-თან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მადურო დააკავა და სამხრეთ ამერიკული ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებები გააკეთა.

სავარაუდოდ, 50-დან 80-მდე პატიმარი იმყოფება სავალალოდ ცნობილ ელ ჰელიკოიდეს“ ციხეში, რომლის დახურვის შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადუროს დაკავების შემდეგ განაცხადა. ეს ციხე საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური ოპონენტების წამებით, ცემითა და ელექტროშოკის გამოყენებით გახდა ცნობილი.

ვენესუელის უფლებადამცველმა ჯგუფმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ „ელ ჰელიკოიდეს“ მოსალოდნელმა დახურვამ არ უნდა გადაიტანოს ყურადღება სხვა ციხეებიდან, რომლებიც კვლავ ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით.

ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო, რომლის არაერთი მოკავშირეც ციხეშია, პატიმართა გათავისუფლებას გამუდმებით ითხოვდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მაჩადოს აშშ-ში „მომავალ კვირას“ ელოდებიან. კვირის დასაწყისში მაჩადომ წამყვან შონ ჰენიტითან საუბარში აღნიშნა, რომ სურდა თავისი ნობელის პრემია აშშ-ის პრეზიდენტისთვის გაეზიარებინა. კითხვაზე, მიიღებდა თუ არა ტრამპი ამ შეთავაზებას, მან უპასუხა: „ეს დიდი პატივი იქნებოდა“.

ვენესუელის ოპოზიცია და უფლებადამცველი ჯგუფები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მთავრობა დაკავებებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებდა. 2024 წლის სადავო ს შემდეგ, ოპოზიციის თქმით, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა გაიზარდა.

ვენესუელის მთავრობა  უარყოფდა პოლიტპატიმრების არსებობას და ამტკიცებდა, რომ ისინი  რეალური დანაშაულებისთვის იყვნენ დაპატიმრებულნი.