ვენახის წილის მიხედვით მთლიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საქართველო პირველ ადგილზეა – AAWE

ამერიკის ღვინის მწარმოებელთა ასოციაცია (AAWE) ვენახის წილის მიხედვით მთლიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს.
2021-2022 წლების მონაცემებით, ამ რეიტინგში პირველ ადგილზე საქართველოა. AAWE-ის მონაცემებით, საქართველოში ვენახებს მთლიანი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების 11.29% უკავია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ყველა ქვეყანას უსწრებს. საქართველოს მოსდევს პორტუგალია 10.62%-ით და ჩილე 8.44%-ით. ათეულშია ისეთი მსხვილი ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, როგორებიცაა: იტალია, ახალი ზელანდია, მოლდოვა, ესპანეთი, საფრანგეთი შვეიცარია და ავსტრია.
რეიტინგში მე-15 ადგილზე თურქეთი, სადაც ვენახებს ვენახებს მთლიანი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების 1.81% უჭირავს, 34-ზე (0.12%), 36-ზე – (0.08%).
ქვეყნების ოცეული, სადაც მთლიანი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებში ვენახებს ყველაზე დიდი ადგილი აქვს დაკავებული, ასეთია:
· საქართველო – 11.29%;
· პორტუგალია – 10.62%;
· ჩილე – 8.44%;
· იტალია – 7.76%;
· ახალი ზელანდია – 6.68%;
· მოლდოვა – 6.33%;
· ესპანეთი – 5.74%;
· საფრანგეთი – 4.28%;
· შვეიცარია – 3.44%;
· ავსტრია – 3.31%;
· საბერძნეთი – 2.98%;
· ხორვატია – 2.38%;
· სამხრეთ აფრიკა – 2.34%;
· რუმინეთი – 2.02%;
· თურქეთი – 1.81%;
· ბულგარეთი – 1.78%;
· უნგრეთი – 1.53%;
· კორეა – 0.92%;
· გერმანია – 0.87%;
· ალჟირი – 0.80%.