ავსტრიაში, ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას, თურქეთისა და სომხეთის საპარლამენტო დელეგაციებმა შეხვედრა გამართეს და ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე ისაუბრეს.
სომხური დელეგაციის ხელმძღვანელმა, სარგის ხანდანიანმა განაცხადა:
„შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონში გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ადრეული განბლოკვის მნიშვნელობას და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას“.
ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის შემდეგ შეწყვეტილი აქვთ. უთანხმოებას სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებასთან ერთად, სომეხთა გენოციდის საკითხი განაპირობებს.
სომხური დელეგაციის ოპოზიციური პარტიის წევრმა, ლილიტ გალსტიანმა მონაწილეობა არ მიიღო – მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავად თქვა უარი მონაწილეობაზე.
სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია არის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარის დღის წესრიგში იტალიაში ვიზიტის პარალელურად.
პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა, – რომელიც ამჟამად სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება, – უცხოელ პარტნიორებს განუცხადა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი პრიორიტეტულია სომხეთის ხელისუფლებისათვის და ხაზი გაუსვა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მნიშვნელობას.
„მშვიდობის გზაჯვარედინი“ არის სომხეთის მთავრობის პროექტი, რომლის პრეზენტაციაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წლის ოქტომბერში თბილისში გამართა და რომელიც ითვალისწინებს სამეზობლოში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას.
წყარო: რადიო თავისუფლება
