ვენამ მთელი შოტლანდიური სოფელი დაპატიჟა სტუმრად რათა დაამტკიცოს, რომ ქალაქი იანვარში მოსაწყენი არ არის
ვენამ შოტლანდიური სოფელი მიიწვია, რათა მთელ მსოფლიოში ტურისტებს აჩვენოს, რომ იანვარი ქალაქში საერთოდ არ არის მოსაწყენი – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
როგორც წესი, ტურისტების უმეტესობა ავსტრიის დედაქალაქს ზაფხულში ან დეკემბერში, შობამდე სტუმრობს. იანვარი ის თვეა, როდესაც მოგზაურები ცოტანი არიან.
რატომ შეირჩა შოტლანდიური სოფელი? ეს სიტყვების თამაშია: სოფლის სახელია Dull, რაც ინგლისურად „მოსაწყენს“ ნიშნავს. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ტურისტები ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრიის ბაზრისთვის. თუმცა, ამ ინიციატივით ვენას სურს მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ მოგზაურებს დაუმტკიცოს, რომ იანვარში ვენაში ვიზიტი ღირს.



