საქართველოს ახალგაზრდა ელჩები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ემიჯნებიან „საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით“.
მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
„მსგავსი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, განვითარების გზას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში.
ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და ქვეყნის განვითარებას ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ, ახალგაზრდა ელჩები, ვაპროტესტებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლის ჩვენი ქვეყნის პროევროპულ კურსს!
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!“, – ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოქვეყნების მომენტში, მას ხელს აწერენ:
1. ნენო გაბელია- საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში, 2018-2019 წლებში
2. რუსუდან მარგიანი – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში, 2019-2020 წლებში
3. კონსტანტინა დოლიძე- საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში
4. გიორგი მჭედლიძე – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში
5. ვახტანგი კაჩუხაშვილი – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში
6. სანდრო ვეკუა – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში, 2015-2016 წლებში
7. სოფიკო ბზარაშვილი – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში
8. სალომე სალაძე – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2014-2015, 2019-2020 წლებში
9. მაკა ბერულავა – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში
10. გვანცა შაორშაძე – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2022-2023 წლებში
11. ლუკა გურგენიძე – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთის რესპუბლიკაში, 2018-2019
12. მაკა ტოხიშვილი – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი კანადაში 2024 წ.
13. თამარ მნათობიშვილი – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდების სამეფოში 2022-2023 წლებში
14. სოფიო ბუტიკაშვილი – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში 2020-2021 წლებში
15. თამუნა ჯაფარიძე – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში 2021-2023 წლებში
16. მარიამ შონია – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2019- 2020 წლებში
17. დეა მაღალაშვილი – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესპანეთის სამეფოში 2024 წ.
18. ელენე ნიკოლაიშვილი – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2024 წ.
19. მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 2014- 2015 წლებში
20. მარიამ თაყნიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2018 – 2019 წლებში
21. ნინო ჩაჩუა – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, 2024 წ.
22. გიორგი პაპავა – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში
23. მარიამ რურუა – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში 2021 – 2023
24. თამარ ჩომახიძე – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2023 წ.
25. სოფო ბადიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იაპონიაში, 2019-2020 წლებში
26. მარიამ კვარაცხელია – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2024 წ.