“ვემზადებით მატჩისთვის” – შოთა არველაძე ფატიჰ კარაგუმრუქის მწვრთნელად დაინიშნა

შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის გუნდ ფატიჰ კარაგუმრუქის მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ის Facebook-ით ავრცელებს.
არველაძის მითითებით, მან გუნდთან ერთად უახლოესი მატჩისათვის მზადება უკვე დაიწყო.
“გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ”. – წერია Facebook პოსტში.