„ველოდით სამართლიან არჩევნებს, ვნახეთ რაღაც სხვა“ – შაჰინი და რიში

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობა ჩაატარებდა თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. სინამდვილეში კი, ვნახეთ რაღაც სხვა ამ არჩევნებზე. [დამკვირვებლები იუწყებიან] მრავალ დარღვევაზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული ს საერთაშორისო სტანდარტებს.
მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩვენს ევროპელთან მეგობრებთან ერთად, უმალ გამოიძიოს გაყალბების შესახებ შეტყობინებები და გარე ჩარევა, რათა დადგინდეს, მოახდინა თუ არა რამემ სერიოზული გავლენა არჩევნების შედეგებზე. ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, პასუხი უნდა აგოს. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ცვლილებებს შევიტანთ “ქართველი ხალხის აქტში”.
მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს გავლენა უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ დღის წესრიგზე. ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, სურვილისამებრ მშვიდობიან გააპროტესტონ და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პატივი სცენ ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას“, – წერენ ისინი განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან